პარასკევს, ტეხასის შტატში, ძლიერმა წვიმებმა მდინარე გვადალუპეზე წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 20-მდე ახალგაზრდას ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან 23-დან 25-მდე გოგონები, რომლებიც წვიმიანი გვადალუპეს ნაპირებზე მდებარე ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მთელი პარასკევისა და შაბათის განმავლობაში გაგრძელდებოდა. მისივე თქმით, რომ ამ სამუშაოებისთვის გამოყოფილი რესურსები „შეუზღუდავი“ იქნება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამ დროისთვის საგარეო ვიზიტზე იმყოფება, ჟურნალისტების კითხვაზე, გამოყოფენ თუ არა ფედერალურ დახმარებას კატასტროფით დაზარალებულ მოსახლეობაზე, ტრამპმა უპასუხა: „ამაზე ვიზრუნებთ“.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა კერის ოლქის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა კვლავ მოსალოდნელი იყოს ინტენსიური ნალექი და ტეხასელებს მოუწოდებენ, მოერიდონ მდინარეებთან და ხიდებთან გადაადგილებას.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს წალეკილი გზები, დატბორილი საცხოვრებელი სახლები და სამაშველო ჯგუფების მცდელობა, რომ მოქალაქეები უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანონ. ბანაკის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი წყალდიდობა მათ რეგიონში ათწლეულებია არ დაფიქსირებულა.
