“ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი, რეჟიმთან გარიგება – დღეს ვიხილეთ “ლელოს” მორალური სიკვდილი” – ბოკუჩავა

ყვე­ლა­ფერს უნდა და­ერ­ქვას თა­ვის სა­ხე­ლი – ეს არის სა­ერ­თო ბრძო­ლის ღა­ლა­ტი; არა ბრძო­ლა ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, არა­მედ რე­ჟიმ­თან გა­რი­გე­ბა სა­პა­ტიო მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის – არ გა­მოვ­რი­ცხავ, მი­ხე­ილ ზებ­რა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ახლა თა­ვა­დაც შე­ი­წყა­ლოს „ლე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი, რომ გა­რი­გე­ბუ­ლის მან­ტია ბო­ლომ­დე მო­არ­გოს,- ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე „ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.
ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, „დღეს „ლე­ლოს“ მო­რა­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი ვი­ხი­ლეთ“.
“ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. უკი­დუ­რე­სად. „ლე­ლომ“ ბრძო­ლი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ნაც­ვლად, რე­ჟიმ­თან კომ­პრო­მი­სი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აირ­ჩია.
ყვე­ლა­ფერს უნდა და­ერ­ქვას თა­ვის სა­ხე­ლი – ეს არის სა­ერ­თო ბრძო­ლის ღა­ლა­ტი; არა ბრძო­ლა ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, არა­მედ რე­ჟიმ­თან გა­რი­გე­ბა სა­პა­ტიო მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის.
არ გა­მოვ­რი­ცხავ, მი­ხე­ილ ზებ­რა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ახლა თა­ვა­დაც შე­ი­წყა­ლოს „ლე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი, რომ გა­რი­გე­ბუ­ლის მან­ტია ბო­ლომ­დე მო­არ­გოს. ეს ხომ ნა­ცა­დი რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კაა, ამო­რა­ლურ კომ­პრო­მის­ზე და­ყო­ლი­ე­ბა და შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რად და სას­ტი­კად მხი­ლე­ბა.
დღეს ვი­ხი­ლეთ „ლე­ლოს“ მო­რა­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი. პო­ლი­ტი­კა მო­რა­ლის გა­რე­შე კი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ ოქ­ტომ­ბერ­ში ვი­ხი­ლავთ მათ ელექ­ტო­რა­ლურ სიკ­ვდილ­საც.
თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს!
ბო­ლოს მა­ინც ჩვენ მო­ვი­გებთ!“,- წერს ბო­კუ­ჩა­ვა.