პატრონებმა იციან, რომ „ნაცმოძრაობა“, „გვარამიები“ დამთავრებულები არიან, 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება

პატრონებმა იციან, რომ „ნაცმოძრაობა“, „გვარამიები“ დამთავრებულები არიან, 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება
გარკვეულ ჯგუფებს, მათ პატრონებს მცდელობა აქვთ, ძველი, „კარეონი“ „ნაცები“ გვერდზე გაწიონ, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკური პულსი არ ესინჯებათ. ეს მათაც იციან, საკუთარი პარტიის ოფისიც გაყიდეს – როგორ ფიქრობთ, პარტია, რომელსაც პრეტენზია და ამბიცია აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს, საკუთარი პარტიის ოფისს გაყიდის? არა, მათაც იციან, რომ დამთავრებულები არიან, იმიტომ, რომ მათზე ფსონს უკვე მათი პატრონები აღარ აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატრონებმაც კარგად იციან, რომ ქართული საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს, მაგალითად, გვარამიას პარტიას, არასდროს შემოხაზავს, ამიტომ, ფსონს დებენ თითქოსდა ახალ პოლიტიკურ სახეებზე, როგორიცაა „ლელო“ და გახარიას პარტია.
ზარქუას განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაცმოძრაობის რეჟიმთან“ ხაზარაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების თანამშრომლობის შესახებ, შესაბამისად, მათი ახალ სახეებად წარმოჩენის მცდელობა წარუმატებელია.
„პატრონებმაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „გვარამიები“ – ვითომ ახალი სახე რომ შექმნეს, დამთავრებულები არიან და 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება. ამიტომ, ახლა ფსონს აკეთებენ ვითომ ახალ სახეებზე პოლიტიკაში – ხაზარაძის „ლელო“ და გახარია. რომ თანამშრომლობდნენ წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი ლიდერები რეჟიმთან და ის სისაძაგლეები, რასაც სჩადიოდნენ ერთად, პატიმრებს რომ სასესხო ვალდებულებებს ჰკიდებდნენ, ჰგონიათ, რომ ეს ქართულმა საზოგადოებამ არ იცის. ამიტომ, მცდელობა აქვთ მათ პატრონებს, რომ ეს ახალი ე.წ. „ტოპ ტვინები“ ჩაენაცვლონ უკვე დაზიანებულ „ნაც რადიკალებს“ და არ გამოსდით. ამათგან უნდათ, რომ გმირი გამოიყვანონ – არ გამოვა ხაზარაძისგან გმირი, ჩვენ ვიცით ის რასაც წარმოადგენს, ისევე როგორც დანარჩენი ლიდერები. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას სჩადიოდა, რას აკეთებდა, როგორ მოიხვეჭა ქონება და რეჟიმთან როგორ თანამშრომლობდა, ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობენ.“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული