კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველო” ოფიციალურად აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შემსახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “ლელოს” ოფიში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები არაის დე-ფაქტო ბრძოლა, დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და საზოგადოების ერთობის შემთხვევაში, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.
“მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გეგმა, თავისი გზა, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე.
დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. კოალიცია ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, ახალგაზრდის მომავლისთვის და ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის.
ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას – ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რუსული რეჟმის დასრულება. პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტულებას, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას. მზად ვართ ერთობისვის დასავლურ ოპოზიციასთან, მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ბრძოლა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არის განაჩენი რეიმისადმი. ამ ბრძოლაში, არც რეგიონებში და არც თბილისში, არ ვაპირებთ არც ერთი გოჯის დათმობას. მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიტპატიმარი შეემატა რეჟიმს, განსაკუთრებით ჩვენი გუნდიდან, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლაში დანებებას. პირველ რიგში, თქვენი, მოქალაქეების იმედი გვაქვს. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ჩვენი ერთობის შემთხვევაში, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება”, – განაცხადა კუპრაძემ.
გუშინ, 4 ივლისს, “ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალებას ჰპირდება, ოღონდ გარკვეული პირობით: თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილებას მიიღებდნენ.
ამას გამოეხმაურა ირაკლი კუპრაძე და აღნიშნა, რომ აპირებდა “ვაჭრობას რუსულ რეჟიმთან”.
“ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან!
მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტოთ პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, მე, როგორც “ლელოს” გენერალური მდივანი, ვიცი რა, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100% მათი პოზიცია, ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება!
ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით! თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა – ვიბრძოლოთ ყველა ველზე.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, კვლავ ვცადოთ ერთიანობა და ავუსრულოთ მთავარი შიში ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს – ივანიშვილს ეშინია ერთობის და ეშინია საერთო ბრძოლის!”, – წერს კუპრაძე.
ყაველაშვილის ამავე განცხადებას გამოეხმაურა “ლელოს” კიდევ ერთი ერვრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილება.
