ხატია დეკანოიძე – „ლელოს“ შეცდომა ქვეყანას მაღალი ფასი დაუჯდება – ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებრობას გამოიწვევს და საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სანქცირების პროცესი შეაჩეროს.
„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას. საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე. სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა!”,- წერს ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…