– ეუთო-ს რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება აჩვენებს, როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით პატრიოტიზმი – ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს

ეს [რეზოლუცია] იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა, „ქართულმა ოცნებამ” კი ამას მხარი არ დაუჭირა. რატომ? – იმიტომ, რომ იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი ა საჭირო,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, საუბარი იყო სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – ცხინვალისა და ს არ აღიარებაზე.
„როგორი კოჭლი და პრიმიტიულია სახელისუფლებო პროპაგანდა. საერთოდ როგორ ახსენებენ ეუთო-ს რეზოლუციას ან ამ საკითხზე რა სიუჟეტები და განცხადებები უნდა გააკეთონ მაშინ, როცა ფაქტი ერთია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სირიას მოუწოდა, ცხინვალისა და ს საქართველოს ნაწილად აღიარება.
ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა. „ქართულმა ოცნებამ” კი ამას მხარი არ დაუჭირა. რატომ? – იმიტომ, რომ იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი ა საჭირო.
ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს. ეუთო-ს რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება აჩვენებს, როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.