წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ესტუმრნენ იმ წვევამდელთა ოჯახებს, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ. სამხედროებმა წვევამდელების მშობლებს თავდაცვის უწყებისგან მადლობის წერილები გადასცეს. ამ ეტაპზე, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.
თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამხედრო სამსახურში 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე, ქვედანაყოფებში ჩარიცხულთა უმეტესობა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელები არიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სახელფასო ანაზღაურება 30%-იანი დანამატით არის გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს