რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს – ამ დროისთვის ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და შენობები დაზიანდა.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, სახლები და ავტომობილები დაზიანდა.
რუსებმა ასევე თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქს. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოლქში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა – ორი ქალი და ერთი მამაკაცი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა