პეტრიწონში ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა

პეტრიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეს პეტრიწონში ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა და ჩატარდა საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი დანიელის მეთაურობით. მის უწმინდესობასთან ერთად თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პეტრიწონის მონასტრის წინამძღვარი ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, ბროვაცკის ეპისკოპოსი იოანე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მონასტრისა და ბულგარეთის ეკლესიის სამღვდელოება.
ამ დღეს პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს მონასტერში შეიკრიბნენ ჩვენი თანამემამულეები სოფიადან, ვარნადან, ბურგასიდან, სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან – ბულგარეთის ეკლესიისა და საქართველოდან, მორწმუნე მრევლი. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო გორის საკათედრო ტაძრის გუნდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი