კოსტიუმირებული ორკესტრი, საშობაო ბაზრობა, საბავშვო კუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტი ახალი წლის დადგომას ელოდება

საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტი ახალი წლის დადგომას განსაკუთრებულად ელოდება. ამჯერად, დღესასწაულის ორგანიზატორებმა, საახალწლო განწყობა ამბროლაურში, ხაშურში, სამტრედიაში, დმანისში, თელავსა და დედოფლისწყაროში შექმნეს.
კოსტიუმირებული ორკესტრი, საშობაო ბაზრობა, საბავშვო კუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი აქტივობებისა, რომლებიც რეგიონებში ჩატარდა.
დატვირთული პროგრამის შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.
ახალი წლის დღეები საქართველოში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ