მედია: იგულისხმება თუ არა შეთავაზებაში მიხეილ სააკაშვილი? – რას ამბობენ ექსპრეზიდენტის პარტიაში ყაველაშვილის განცხადებაზე

შეეხება თუ არა ყაველაშვილის შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტს? – შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა და დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალებას დაჰპირდა, ოღონდ გარკვეული პირობით: ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

ყაველაშვილის განცხადება “ტვ პირველთან” ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ შეაფასა და თქვა, რომ ეს ტექსტი ყაველაშვილს ივანიშვილის სხვა წარმომადგენლებმა დაუწერეს. მისივე თქმით, “ივანიშვილის რეჟიმი გადარჩენის ერთადერთ შანსს რეალურად ხედავს აღიარებაში და ლეგიტიმაციაში”. 

რაც შეეხება, ამ კომიკური ფიგურის განცხადებას, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მის საპარლამენტო საქმიანობას გადავხედავთ, პირდაპირ მომსწრე მე ვიყავი, რომ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა თავი პლენალურ დარბაზში მისი გამოსვლით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებაც ბუნებრივია, ივანიშვილის სხვა მსახურებმა დაუწერეს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მე-4 წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება,” – განაცხადა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, რომ ყველა პოლიტიკოს პატიმარს, რომელიც შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს, სურვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, შეიწყალებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო