დედამიწის ქერქში 70 550 ტონა ოქროა, საიდანაც ყველაზე მეტი რუსეთის, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზეა – Live Science
გამოცემა Live Science დაინტერესდა, რომელიც მკითხველს ახსენებს, რომ ოქრო მძიმე ლითონი და დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია. ის კოსმოსში ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას იქმნება.
გამოცემის ინფორმაციით, დღემდე ადამიანებმა 206-დან (აშშ-ის გეოლოგიური კვლევა) 238 ტონა (მსოფლიოს ოქროს საბჭო) ოქრო მოიპოვეს. აქედან დაახლოებით 45% სამკაულების დასამზადებლად არის გამოყენებული, 22% ზოდებსა და მონეტებში ინახება, 17% კი ცენტრალური ბანკების რეზერვებშია განთავსებული. დარჩენილი ნაწილი გამოიყენება ინდუსტრიაში, ტექნოლოგიაში და სხვა დანიშნულებით.
ბოლო მონაცემებით, დედამიწის ქერქში კიდევ 70 550 ტონა ოქროა, რომლის მოპოვებაც ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. ყველაზე მეტი ასეთი ოქრო არის რუსეთში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, თუმცა 2024 წელს ყველაზე მეტი ოქრო მსოფლიოში ჩინეთმა მოიპოვა.
