“დადასტურდა, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია” – კოალიცია ცვლილებებისთვის

“კოალიცია ცვლილებისთვის”, რომლის სამი ლიდერი ს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია, ს განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ “რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას” არცერთ ეტაპზე არ აპირებენ.
კოალიციის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებამ “დაადასტურა, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და რეჟიმის ლეგიტიმაციის არ ცნობის გამო დაატყვევეს”.
ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ. დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული ს შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია. ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე. ბოლომდე!- წერია “კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, რომ ყველა პოლიტიკოს პატიმარს, რომელიც შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს, სურვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, შეიწყალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი