გიორგი ბუტიკაშვილი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე – “ქართული ოცნება” სანთლით დადის და ეძებს ლეგიტიმაციას

ყაველაშვილმა განცხადებით დაადასტურა “ქართული ოცნების” ნამდვილი სურვილი – მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბუტიკაშვილმა “ინტერპრესნიუსს” ს შეთავაზებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დაპატიმრებული პოლიტიკოსების მიმართ გაკეთდა.
ბუტიკაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” ყაველაშვილის შეთავაზებით სურს, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში შეიტყუოს.
“ყაველაშვილის განცხადებით ორი რამ გამოჩნდა. პირველი ის, რომ “ქართული ოცნება” სანთლით დადის და ეძებს ლეგიტიმაციას, თუმცა მას ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის , ყაველაშვილი კი ვერ შედგა როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში.
მეორე არის ის, რომ ყაველაშვილმა ამ განცხადებით დაადასტურა “ქართული ოცნების” ნამდვილი სურვილი – მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია. ახლა იყენებენ ამ შეთავაზებას, რომ პარტიები შეიტყუონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მათთვის ლეგიტიმაციის ნაწილია. ამიტომ, ნებისმიერი პარტია, რომელიც თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდეს, სინამდვილეში ეხმარება “ქართულ ოცნებას” და ეს დაადასტურა დღეს ყაველაშვილმა”, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი