სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწვრთნელის, თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო. გამოცდილი სპეციალისტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თემურ მახარაძეს ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. იყო “გარეჯის”, “ლოკომოტივის”, “მერანი 91”-ის, “სიონის”, “ზესტაფონის”, “ოლიმპის”, “დილას”, “სასკოს”, “გურიას”, “საპოვნელას” და “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი. 2007 წელს, მის მიერ გაწვრთნილი “ზესტაფონი” საქართველოს თასის მფლობელი გახდა, 2009/10 სეზონში კი, რუსთავის “ოლიმპთან” ერთად თემურ მახარაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში