ავსტრალიელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს DeWave ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აზრების ტექსტად გადაქცევა. მომხმარებელმა ამისთვის მჭიდროდ მორგებული „ქუდი“ უნდა დაიხუროს. ამის შესახებ Science Alert იტყობინება.
მეცნიერებმა აზრების კითხვის პროცესი 20-ზე მეტ ექსპერიმენტის მონაწილეზე გამოცადეს. მონაწილეებს სპეციალური ქუდები ეხურათ, ხელოვნური ინტელექტი კი მათი ტვინის ტალღების ელექტრო ენცეფალოგრამის (EEG) გამოყენებით პროცესს ტექსტად იწერდა.
„ეს კვლევა დაუმუშავებელი EEG ტალღების პირდაპირ ენაზე თარგმნის პიონერული მცდელობაა და მნიშვნელოვან მიღწევაა ამ სფეროში“, – განაცხადა სიდნეის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კომპიუტერულმა მეცნიერმა ჩინ-ტენგ ლინმა.
მიუხედავად იმისა, რომ DeWave-მა მხოლოდ 40%-იან სიზუსტეს მიაღწია, ეს 3%-ით უკეთესი შედეგი იყო, ვიდრე წინა სტანდარტი EEG ჩანაწერებიდან. მკვლევრების მიზანი სიზუსტის 90%-მდე გაზრდაა. ეს მაჩვენებელი ტრადიციულ ენაზე თარგმნის მეთოდებს და მეტყველების ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას შეესაბამება.
რა არის DeWave-ის უპირატესობა?
ვრცელი ტრენინგის შემდეგ, DeWave ენკოდერი EEG ტალღებს კოდად აქცევს, რომელიც შემდეგ შეიძლება კონკრეტულ სიტყვებს შეესაბამებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა ისინი მოწყობილობის „კოდების წიგნში“ ჩანაწერებთან. ამას გარდა, DeWave-მა საუკეთესო საქმე გააკეთა ზმნების გაშიფვრაში.
მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი კვლევა უფრო სანდოა, ვიდრე წინა შედეგები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაოა.