არანაირ წერილზე კომენტარს არ ვაკეთებ – ნოვოჩერკასკის მერი 74 მეზღვაურის დაღუპვის ცნობაზე

ნოვოჩერკასკის მერი, იური ლისენკო არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას გავრცელებულ წერილზე, რომელიც, მედიების ცნობით, მას ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა, ნიკოლაი ევმენოვმა გაუგზავნა და ხომალდი ნოვოჩერკასკის ჩაძირვის შედეგად 74 მეზღვაურის დაღუპვას ეხებოდა.
“არანაირ წერილზე კომენტარს არ ვაკეთებ”. – თქვა ქალაქის მერმა ტელეგრამ-არხი ASTRA-ს მიერ წერილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
აქამდე, 29 დეკემბერს ოკუპირებული სევასტოპოლის ტელეარხმა НТС-მა საკუთარ ვებგვერზე გაავრცელა ცნონა, რომ ხომალდ ნოვოჩერკასკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა. მედია “შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ოფიციალურ შეტყობინებას” ეყრდნობოდა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ევმენოვი ქალაქი ნოვოჩერკასკის მერს სთხოვდა, რომ დასახლებაში ორი დღით გლოვა გამოეცხადებინათ. მსგავსო ცნობა გაავრცელა Новости Севастополя-მაც. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ცნობები წაიშალა.
ამას გარდა, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, როგორც თავად ირწმუნებოდნენ, ევმენოვს ეკუთვნოდა და გაგზავნილი იყო ლისენკოსთვის. თუმცა რუსული ტელეგრამ-არხი Война с фейками საპირისპიროდ წერდა, რომ წერილი შეცდომებით იყო გაფორებული და ხელმოწერა არ ემთხვეოდა ევმენოვის კალიგრაფიას.
აქამდე, გასულ დღეებში ტელეგრამ-არხი ASTRA წერდა, რომ იერიშის დროს ხომალდ ნოვოჩერკასკზე 77 მეზღვაური იმყოფებოდა, რომელთაგან 33, მათი ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს.
ანექსირებული ს საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა, სერგეი აკსიონოვმა აქამდე ცნობა მხოლოდ ერთ დაღუპულ და ოთხ დაჭრილ მოქალაქეზე გაავრცელა.
26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშის შედეგად ფეოდოსიის პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმაც დაადასტურა.
ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც იერიშში მონაწილეობდა.
ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ისმოდა დეტონაციების ხმები.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი აფეთქება.
სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული კამიკაძე დრონებით, რადგან პირველ აფეთქებებს მძლავრი დეტონაცია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნოვოროსიისკის პორტიდან გადმოჰქონდათ. შესაძლოა გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იერიში დაადასტურა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ხომალდმა მხოლოდ დაზიანება მიიღო, თუმცა შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ჩაძირული გემი ჩანდა. ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ჩამოაგდეს ორი უკრაინული მოიერიშე თვითმფრიმავი, საიდანაც რაკეტები გაუშვეს.
შემდეგში მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ნოვოჩერკასკის გარდა ნაწილობრივ ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის სასწავლო ხომალდი УТС-150-იც.