“ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია ამერიკის და ევროპის მიერ და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია. ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მაშინ, როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?! ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად. ზუსტად ამიტომ დასრულდება რუსული პოლიტიკა 2024-ში საქართველოში, ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, – წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკურ ცხოვრებას უკვე მესამედ უბრუნდება.