თემურ ჭყონია – მე იმდენი რამ მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა – არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა

მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე განუცხადა.
„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ, მე მგონი, დაბარებული. მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა“,-აღნიშნა ჭყონიამ.
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება, ჭყონია აღნიშნავს, რომ „ცუდად“.
„ჩემი ორი მეგობარი რომ არის დაკავებული, შეწუხებული ვარ“, – აღნიშნა ჭყონიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე