ეთერ თურაძე – დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ

დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ დარბაზში მისცა ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ.
„ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ“,- განაცხადა ეთერ თურაძემ, რომლის კომენტარსაც გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სასამართლო პროცესზე მტკიცებულების ვიდეო-მასალას განიხილავენ.