ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი – მამუკა მდინარაძე

“გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ს დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს.
“საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე. თუკი შეიძლება რაიმე ფუნქცია ჰქონდეს ოპოზიციას, ეს არცერთი რეალური ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს – მავნებლობა ფუნქცია არ არის. ამ ფონზე, ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, პერმანენტული ჩართულობა, რჩევები, კონსულტაციები აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხს ქმნის ამ ყველაფრისა.
ოპოზიციას შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით, ნულს ქვემოთ, თუკი მინუსებში შეიძლება რაიმე პროცენტული ხარისხები განვსაზღვროთ, იქ შეიძლება წავიდეთ ჩვენი ლოგიკითა და მსჯელობით. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება საარჩევნო კუთხით პოლიტიკურად გაძლიერებას არ უკავშირდება. თავად ბატონმა ბიძინამ ამაზე ისაუბრა, რომ დღეს ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშე, უმრავლესობას მოიპოვებს მმართველი გუნდი. ამ რისკზე ის საერთოდ არ საუბრობდა, საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა მისი საუბარი და ბუნებრივია, რომ გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი.
სპეკულაცია აუცილებლად იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ “გუნდს დაეხმარება”, “შეეშინდათ არჩევნებთან დაკავშირებით” და ა.შ. არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არის, ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ და ამაზე ისაუბრა თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას

რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!