2–საათიანი გამოკითხვა ტელევიზორიდან მოსმენილზე – მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ გამომძიებელს ტელევიზორში ნანახს უყვებოდა

ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა – დაახლოებით 2 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მაჭავარიანი ამბობს, რომ მასთან კითხვები გამომძიებელს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი მედიასთან ირწმუნება, რომ მას ჩორჩანაში საგუშაგოების ჩადგმის შესახებ ინფრომაცია არ ჰქონდა და ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზიით გაიგო.
მე განვუმარტე რაც იყო რეალობა. მე ამის შესახებ გავიგე ახლა ტელევიზიიდან რამდენიმე, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. ეს კითხვა როგორანაირადაც არ უნდა დასვათ, მე წარმოდგენა არ მქონია.
იგი ამბობს ასევე, რომ არ იცის, გამოიყენებული იქნება თუ არა მისი ჩვენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ს საგამოძიებო კომისიაზე 2 ივლისს გამოიკითხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები