მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით ციხეში გაუშვა.
ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ირაკლი ოქრიაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
„ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება, ან მის კანონიერებას ვეთანხმებით. აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ, გვაქვს თუ არა მოლოდინები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ”,-განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაჩენსი გამოცხადების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!