ბრიტანელი მინისტრი: არ გამოვთქვამთ ვარაუდებს მომავალი სანქციების შესახებ, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსების, მათ შორის ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის მიმართ ბოლო დროს გამოტანილი სასჯელებით.
„ეს სასჯელები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპოზიციის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას. 23 ივნისს მე მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, შეეწყვიტა სასამართლოების ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრომ (FCDO) 30 ივნისს დაიბარა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რათა ნათლად გამოეხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ. ჩვენ კვლავ ყურადღებით ვაკვირდებით გაუარესებულ სიტუაციას და 1-ელ ივლისს ვესაუბრე რამდენიმე ევროპელ პარტნიორს, რათა განგვეხილა ჩვენი კოლექტიური შეშფოთება“, — პასუხობს დაუთი დეპუტატ ჯეიმს მაკლირის კითხვას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გაუარესებამ უარყოფითად იმოქმედა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
„არსებული სიტუაციის ნებისმიერი შეფასებისას ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ბატონი ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ნორმებისკენ ტრაექტორიაზე ნებისმიერ დაბრუნებაში. ჩვენ არანაირ კონტექსტში არ ვაკეთებთ კომენტარს და არ გამოვთქვამთ ვარაუდებს მომავალი სანქციების შესახებ, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა“, — აცხადებს დაუთი.
დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დააფიქსირა პოზიცია საქართველოს „მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების” მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!