მთავრობის ადმინისტრაცია – უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით, დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.
როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!