სომხეთში ინიციატივა „კამკას“ ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ინიციატივა „კამკას“ ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს, – ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა „სპუტნიკ არმენიას“ განუცხადა.
ავდალიანის განცხადებით, ვაჰაგნ ჩახალიანი ჩართულია „წმინდა ბრძოლის“ სახელით მოქმედ მოძრაობაში, რომლის ფარგლებშიც 26 ივნისს, „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების უზურპაციის“ ბრალდებით, 16 ადამიანი დააკავეს.
ავდალიანის თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა ჩახალიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
ცნობისთვის, ჩახალიანი საქართველოში ყოფნისას ორგანიზაცია “ჯავახკს” ხელმძღვანელობდა. ის 2009 წელს დააკავეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება- შეძენის, ასევე, ხულიგნობის ბრალდებით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!