ჟურნალისტი თამო კეშელავა:
რესტორატორებს და არამხოლოდ, განცხადება დაუწერიათ, ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს, ბოიკოტი რუსულ არჩევნებსო.
დაუდეთ ახლა კვლევები, სადაც ქოცების გამოკითხულთა 90 პროცენტს უნდა რომ გახვიდეთ არჩევნებზე და უპასუხეთ, ქოცებს უნდათ და აბა, ქოცებს ისე როგორ ვებრძოლოთ, ქოცების სურვილი თუ არ შევასრულეთო.
ყველა ასე ფიქრობს, რომ ბოიკოტია სწორი გზა.
ყველა გონიერი და მართალი ადამიანი ასე ფიქრობს.
ხვალ და ზეგ მეტი იტყვის.
ამას ვერ გადატეხს ვერავინ.
ხალხის განწყობა გადადის ბრაზში და წინააღმდეგობაში.
გეუბნებოდით ჯერ კიდევ როდის და მტერი გეგონეთ და აჰა.
და რაც მეტი გეტყვით რომ ბოიკოტის წინააღმდეგია, რაც მეტი ენერგია დაიხარჯება, მეტი განცხადება დაიწერება, რაც მეტ ადამიანს, მეტ დაღლილ და მაინც ბოლომდე მებრძოლ ადამიანს აიძულებთ დამატებით ნერვიულობას, რაც მეტად გაჯიუტდებით, მით მეტად და მალე გაჩნდება კითხვა – გონიერები არ ხართ, თუ მართლები არ ხართ?
რომელი?
და თუ ამ ორიდან რომელიმე არ ხართ, რა გინდათ, რა ჯანდაბა გინდათ პოლიტიკაში?
რატომ დაგვაკარგინეთ დრო და ენერგია, როცა ასეთ ბრძოლაში ვართო, ხალხი ამ კითხვას რომ დასვამს, და იქვე თავადვე რომ უპასუხებს, მერე აზრი ექნება?
ჩვენ რომ გვჭირდებით, ეგ ფაქტია, ოღონდ, იმ კითხვას რომ დასვამს ხალხი, ხალხს რომ თქვენი ნდობა გაუქრება, ხალხმა თუ არამართლებად ჩაგთვალათ, მერე, თქვენი ფასი კაპიკი გახდება და სულ ერთი იქნება სად იდგებით, ამიტომ მეჩქარება, მე პირადად, არ მინდა გაკაპიკდეთ და გაკაპიკებულნი დაბრუნდეთ უძღები შვილივით, საერთო პროცესს მეტად დააზიანებს, თორემ, რა მრჯის?
ამ განწყობას მაინც ვერ გადატეხთ და მაინც ან მობუნძულება მოგიწევთ ბოლო სერიაში და ან შერცხვენა.
მიდი, ლელო, მეცხრედ ბოიკოტში, ცხრა ხომ შენია!
მალე მიდი და ნუ აფლანგვინებ ხალხს ენერგიას, დროს, წინააღმდეგობას შენთან სალაპარაკოდ,.