ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის სამუშაოები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის სამუშაოები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება.
ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში, უკვე დასრულდა ერთი სტადიონის მშენებლობა, ხოლო მეორე სპორტული ობიექტის მოწყობა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღნიშნული პროექტები, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას.
ხელვაჩუარის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ადგილზე დაათვალიერა დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას, სპორტული განვითარების კუთხით.
მერთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
