თავდაცვის ძალებში დაჭრილ-დაშავებულთა კვირეული მიმდინარეობს

თავდაცვის ძალებში დაჭრილ-დაშავებულთა კვირეული მიმდინარეობს
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული აქტიურად მიმდინარეობს. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კვირეულის ფარგლებში პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში – მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – ცურვასა და შაშხანით სროლაში.
მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში პარაკალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი უჯმაჯურიძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი – გიორგი გოგოჭური და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ მინაგორაშვილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს