„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი – ბიძინა ივანიშვილი

„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია, – ამის შესახებ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი „ქართული ოცნების“ საარჩევნოდ გაძლიერება არ არის.

„ამაზეც აქცენტი ძალიან კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაშიც, რომ მე ამისთვის არ მოვედი. მე მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს