„მიწვეული ვარ და ვაპირებ დასწრებას“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიწვევა გუშინ მიიღო, თუმცა მისთვის უცნობია, რა თემებთან დაკავშირებით შედგება საუბარი.
„შეხვედრაზე მიწვეული ვარ და ვაპირებ დასწრებას. გუშინ მიმიწვიეს. აზრზე არ ვარ რა თემებს შეეხება“,- აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
კითხვაზე რა იქნება მისი სათქმელი შეხვედრის ფარგლებში, თემურ ჭონია ამბობს, რომ მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც გაიგებს, რა თემაზეა შეხვედრა.
„არ ვიცი, მაგას მერე გადავწყვეტ, როცა გავიგებ რა თემებზე უნდათ საუბარი“,- აცხადებს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრა 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
ვრცლად: www.bpn.ge
