“რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან… მან დაადასტურა შიში, რომ 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
“რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია,” – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უკვე მესამედ დაბრუნდა და ის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.