მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? – ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? – ასე მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძე სასამართლოს, რომელსაც მამა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა.
ბრალდებულმა მსახიობმა დღეს განსასჯელის სკამიდან პროკურორებს და მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ მათი სამძიმარი არაფერში სჭირდება.
· საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
ცხადაძის თქმით, მის მშობელს გული აქამდე არასოდეს აწუხებდა და არც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია – “პირველად მისი ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მე მაკავებდნენ”.
გულწრფელად, ირონიისგან დაცლილად, მინდა ვკითხო პროკურორებს, მე თუ მომიკლავს ვინმე? ვის რა ჯანდაბად სჭირდება [თქვენი სამძიმარი]. რა ასაკშიც მამაჩემი გრდაიცვალა, მის სისხლში არავინ გარდაცვლილა.
მამაჩემს არაფერი დაუშავებია, არც გული აწუხებდა. ეს დღეებია სულ ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. ჩემთვის მკვლელები ხართ, არ ვაპირებ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ მე თქვენ პორობას გაძლევთ, მოვა დრო სამართლებრივად ყველას მოგეთხოვებათ, აი იმ ბიჭსაც იქ რომ ზის და გონია რომ არაფერი მოეთხოვება.
მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშაავები. ციხეში ვიგებ რომ მამაჩემი მკვდარი ჭიშკართან იპოვეს. გესმით რას გიყვებით? ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, ახლაც მახსენდება და ის მაწუხებს. რამე ასეთი გრძნობა არ გაქვთ? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ქვეყანა მეცოდება. მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს, ახლა კიდევ ერთი მიზეზი დამემატა. ერთი თხოვნა მექნება, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მიხედეთ. ხალხს ვუხდი მადლობას სოლიდარობისთვის. რაც მიხდა ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა, ამით მე უნდა ვიცხოვრო, ხვალ შეიძლება მე მოვკვდე, ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიები გვებრძვიან” – თქვა ონისე ცხადაძემ.
სინდისის პატიმარს, ონისე ცხადაძეს მამა 26 ივნისს გარდაეცვალა. პატიმარს პროკურატყურამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დართო ნება, რომ 30 ივნისს, მამის დაკრძალვას დასწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?