როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშის წესებს ბიზნესში, ტექნოლოგიებში, ადამიანების ყოველდღიურობაში? სწორედ ამ და კიდევ არაერთ შეკითხვაზე პასუხს Change Inspire-ზე, საქართველოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მოვისმენთ.
ღონისძიებაზე 4 ივლისს 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი შეიკრიბება, რათა ერთმანეთსა და აუდიტორიას AI-ს, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიზისა და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკუთარი ხედვა, სტრატეგია და რეალური ქეისები გაუზიარონ.
ღონისძიების Game Changer პარტნიორია საქართველოს ბანკი — AI ინოვაციების მხარდამჭერი ბანკი.
გლობალური მასშტაბის სპიკერები ადგილობრივ სცენაზე
Change Inspire წელს ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს, როგორებიცაა: AWS (Amazon Web Services), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks. Lenovo და სხვა.
საერთაშორისო სპიკერები კი როგორც ბიზნესის, ისე ინჟინერიის მიმართულებებს მიმოიხილავენ. მაგალითად:
· ალექსანდრე ბერნადსკი და ინა ოზოგინა (AWS) ისაუბრებენ, როგორ იყენებს Amazon GenAI-ს შიდა პროცესების ავტომატიზაციისთვის.
· ჯენ სტრემკოვსკი (Google Cloud) გაგვიზიარებს GenAI-ის უახლეს შესაძლებლობებს.
· ალი ფუათ თურქი (Palo Alto) იმსჯელებს კიბერუსაფრთხოებაზე AI ეპოქაში.
ადგილობრივი ინოვატორები
გლობალურ კომპანიებთან ერთად, Change Inspire ქართულ გამოცდილებასაც დაფარავს.
საქართველოს ბანკის რვა სპიკერი კონფერენციაზე საკუთარი ინოვაციური გამოცდილებით წარსდგებიან, მათ შორის არიან:
· ვაჟა მანტუა, IT დირექტორი, (Core IT & Data) — Where BoG Tech Strategy Meets AI;
· მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი — Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia;
· ედგარ ბრუტიანი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი — Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey;
· თამარ გრიგალაშვილი— ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ნიკა ჭონიშვილი, მონაცემთა მეცნიერი და ალექსანდრე ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI;
· ალექსანდრე ხორბალაძე, Expert ანალიტიკოს-დეველოპერი — AI Code Reviewer;
· ნინო სასანია, მონაცემთა ინჟინერიის ლიდი — The Power of Data Literacy.
· გიორგი მერკვილაძე, ტექ პროდაქტ ოუნერი — Enterprise Data Repository.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ სხვა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებიც. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
სამი სცენა სხვადასხვა ინტერესებისადამიანებისთვის
Change Inspire სამ სცენას მოიცავს, რომელთა შორის, სხვადასხვა ინტერესის ადამიანი თანამოაზრეს ან სასარგებლო ინფორმაციას აუცილებლად აღმოაჩენს.
Champions Stage-ის სცენაზე ბიზნესის სტრატეგიები და ინოვაციური ხედვები გლობალური პერსპექტივის კუთხით იქნება განხილული.
Tech Deep Dive Stage ინჟინრებისა და ტექნიკური პროფესიონალებისთვისაა. აქ რეალურ ქეისებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე იმსჯელებენ.
Workshop Stage კი ინტერაქტიური სივრცეა, სადაც მონაწილეები AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებსა და მათი დანერგვის სტრატეგიებს გაეცნობიან.
რატომ არ უნდა გამოტოვო Change Inspire?
· მიიღებ რეალურ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისგან;
· გაეცნობი ქართულ ორგანიზაციებში AI-ის დანერგვის პროცესს;
· შეძლებ, შენი პროფესიული მიმართულებით კონკრეტული სესიების არჩევას;
· რაც მთავარია, მონაწილეობას მიიღებ სამიტში, სადაც ტექნოლოგიური მომავლის ახალი სცენარი იწერება.
შემოუერთდი AI ჩემპიონთა ლიგას 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში.
· ფლორა და ფაუნა მელიების ოჯახი ახალ საცხოვრებელში დაბინავებას თამაშით აღნიშნავს — ნახეთ ვიდეო მელიების ოჯახი ახალ საცხოვრებელში დაბინავებას თამაშით აღნიშნავს — ნახეთ ვიდეო
· ეკონომიკა ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი ნივთით ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი ნივთით
· გადახედვა ფლორა და ფაუნა ზიმბაბვეში 50 სპილოს დახოცვის ბრძანება გასცეს — ხორცი მოსახლეობას გადაეცემა ზიმბაბვეში 50 სპილოს დახოცვის ბრძანება გასცეს — ხორცი მოსახლეობას გადაეცემა
· გადახედვა სამართალი მედიის ადვოკატირების კოალიცია: მოვუწოდებთ comcom-ს, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი მედიის ადვოკატირების კოალიცია: მოვუწოდებთ comcom-ს, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი
· გადახედვა საზოგადოება საია: სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი “პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა” არღვევს “შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს” საია: სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი “პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა” არღვევს “შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს”
