გელათის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ დამატებით ₾4 მილიონი გამოიყო

გელათის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 4 მლნ ლარი გამოიყო, – შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულების, მიხედვით თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 4 000 000 ლარი“, – ნათქვამია განკარგულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს – მარიამ ქვრივიშვილი