მაია ბითაძე – ჩვენ ვაპროტესტებდით იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული – ბუნებრივია, მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც

სამარცხვინო სიცრუეა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, არსებობდეს კანონი ცილისწამების შესახებ, რომლითაც ასეთი სიცრუეები, რომელიც ამ შემთხვევაში, მიზნად ისახავს მთელი ერის შეცდომაში შეყვანას, იქნეს მხილებული. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ძალიან მავნებლურ ტყუილთან, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
ბითაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით, რომ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ რეზოლუციის პროექტში ინიცირებულ ცვლილებებს აპროტესტებდა. შესაბამისად, მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ, მთლიან რეზოლუციასაც აღარ დაუჭირა მხარი.
„ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით სწორედ იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარდაჭერილი ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით და ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტკნარი ტყუილი, რომელიც, კიდევ ერთხელ, მიზნად ისახავს მათ შორის დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი და შეტანილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან სა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები