ტრამპი: პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე პროგრესი არ ყოფილა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, კონკრეტულ წინსვლას ვერ მიაღწია.
„არა, დღეს მასთან არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი — ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ირანზე და უკრაინის ომზეც. უნდა გითხრათ, შედეგით კმაყოფილი არ ვარ“, — აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საუბრისას ტრამპს ჰკითხეს, შეაჩერა თუ არა -მა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რაზეც მან აღნიშნა, რომ მიწოდება გრძელდება.
„არ შეგვიჩერებია. ჩვენ კვლავ ვაწვდით იარაღს, ბევრი იარაღი უკვე მივაწოდეთ. ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ — ბაიდენის ადმინისტრაციამ პრაქტიკულად გააცარიელა ჩვენი ქვეყანა იარაღით მხარდაჭერის ფონზე, და ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი მარაგი გვაქვს საკუთარი თავდაცვისთვისაც“, — განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია