საქსტატის თანახმად, 2025 წლის 5 თვეში საქართველომ $20 725 900-ის ღირებულების 2 993 ტონა ყავა შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობაში 6%-იანი კლებაა.
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 3 197.6 ტონა ყავა შეისყიდა, რაც $14 391 300 დაუჯდა. შესაბამისად, შემცირდა იმპორტული ყავის მოცულობა, თუმცა ფასი კილოგრამზე 53%-ით, $4.5-დან $6.9-მდე გაიზარდა.
მცირედით შეიცვალა იმპორტის გეოგრაფიაც. გასულ წელს TOP 10 ქვეყანას შორის, საიდანაც საქართველოში მოხალული ან მოუხალავი ყავა შემოდიოდა, შვეიცარიაც ხვდებოდა. წელს ამ ქვეყანას ათეულში აღარ ვხვდებით, ის ბოლო ადგილზე ავსტრიამ ჩაანაცვლა.
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 5 თვეში ყველაზე მეტი ყავა შეისყიდა:
