გურიაში, თოვლით ჩანგრეული სახურავების გადახურვა ისევ არ დაფინანსებულა – ლალი მოროშკინა ფოტოებს აქვეყნებს

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, აქვეყნებს ფოტოებს და წერს, რომ.ამდენი თვის მერეც კი, გურიაში, სადაც თოვლმა ზამთარში არაერთი სახლის სახურავი დაანგრია ადამიანები საძოვრებს და ბოლო პირუტყვს ყიდიან, რათა სახლები მოაწესრიგონ, მთავრობის დაპირებული დახმარება და ზარალის ანაზღაურება ისევ არ ჩანს. ცნობისთვისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოხალისეებმა არაერთი ადამიანი და სახლი გადაარჩინეს.
ლალი მოროშკინა:
როცა სტიქიამ სუფსის ძველი, “ელპიტე ბებიისეული” სახლი დამინგრია, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.
მერე გონს მოვუხმე, მეზობელს შევთავაზე: იაფად, ჩემი საკარმიდამო მამული შეეძინა, მე კი მხოლოდ სახლის ნანგრევით და გზისპირა ბაღით დავკმაყოფილდებოდი და მოლაპარაკება შედგა!
მართალია, დღესაც დიდი იმედი მაქვს, რომ ზარალი აგვინაზღაურდება და სახურავების გადახურვა მაინც დაფინანსდება…
უნდა ითქვას, რომ შეიცვალა ინფრასტრუქტურის მინისტრი,
შეიცვლა გუბერნატორი… გურულები, ხომ განთქმულები არიან თმენის ,იუმორის და გამძლეობის უნარით…
P.S.ნუ გადაღუნავთ, ყველა ვერ გაყიდდა საძოვრებს და ბოლო მამა- მარჩენალ პირუტყვს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს