კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა “ქართული ოცნების” საჩივრები TV პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელმა ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო, ისინი არ დააჯარიმა. ინფორმაციას თავად მაუწყებლები ავრცელებენ.
საქმე ეხება”ქართული ოცნების” საჩივრებს, რომლებიც კომუნიკაციების კომისიაში 2 მაისს დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ისინი არ მიჯნავენ ერთმანეთისგან ფაქტებსა და შეფასებებს.
მაგალითად, TV პირველის შემთხვევაში საუბარ იყო საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებულ 14 ფრაზასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ 5 ე.წ. საინფორმაციო ქარდზე, სადაც გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: “არალეგიტიმური ხელისუფლება”, “სანქცირებული პარლამენტი”, “რეჟიმი”, “ოლიგარქის პარლამენტი” და ა.შ.მსგავსი შინაარსის ფრაზების გამოყენებს ედავება “ოცნება” “ფორმულასაც”.
“ქართული ოცნება” ტელევიზიებს ედავება მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევას. მათ შორის, 54-ე მუხლის დარღვევას, რაც სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას გულისხმობს.
