ქამბექი არ შედგა – ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა

უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (109) იტალიელ ლორენცო სონეგოსთან (47) 4 სეტში 1:6, 3:6, 7:6, 6:7 დამარცხდა და ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირს გამოეთიშა. თამაში სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ნიკოლოზმა შეხვედრა კარგად ვერ დაიწყო და პირველ სეტში უშანსოდ დამარცხდა, მეორე სეტში თამაში ოდნავ გამოასწორა, მესამე სეტში კი იტალიელს აჯობა და ქამბექთან ახლოს იყო, თუმცა ბასილაშვილმა ჯამში 58 უბენლიე შეცდომა დაუშვა, რაც წაგების მთავარი მიზეზი აღმოჩნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზისთვის უიმბლდონის ტურნირი მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან მან პირველ წრეში მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი, ასევე იტალიელი ლორენცო მუსეტი დაამარცხა.
ფაქტია, რომ ბასილაშვილი ფორმაში შედის და იმედია, მალე თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.
უდიდესი სენსაცია – ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ვიდეო, რომელიც ბევრს ამბობს – ილია თოფურიას რეაქცია, როდესაც პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის ხმა გაიგო [VIDEO]
“მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები” – ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
2022 წლის შემდეგ პირველად – ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
უდიდესი სენსაცია – ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა