სამოქალაქო ატივისტს, მაგდა მამუკაშვილს, რომელსაც სახლსა და ანგარიშებზე ყადაღა ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაადეს, ხალხის მხარდაჭერით ყადაღა რამდენიმე საათში მოეხსნა.
უბრალოდ, არ მჯერა, ყადაღა 1 დღეში მოხსენით, ხალხო””. ვაიმე, მალე უნდა დავპოსტო, სანამ ხალხი მბლოკავს და ჩემს ანგარიშს დებს. ახლა ვნახე, პლიუსში გავედით, კი ერთად გავედით. შუადღისას Nino Bulalauriმა ჩემი ანგარიში დადო და ძალიან თავხედურად და უმადურად დავურეკე, რომ აიღე რა, ზრდასრულმა ადამიანმა თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს, ანაზღაურება რომ ჩამერიცხება, მაგას წაიღებს ყადაღა-მეთქი. ნუ მჭირდებოდა ის თანხა ბავშვებისთვის, მაგრამ არაუშავს, უფრო დამამოტივირებდა. უარი მითხრა. მერე დავფიქრდი, რომ ადამიანებს უნდა მისცე სიკეთის გაკეთების საშუალება. მთელი დღეა ვტირი, 4 და 5 ლარიც კი ჩამერიცხა . ხოდა ხალხო, უზომოდ მიყვარხართ, ეს სოლიდარობა მიყვარს, ეს გვერდით დგომა. პირობას ვდებ, ყოველთვიურად 500 ლარობით ამ თანხას დავაბრუნებ თავისუფლების ფონდში გადარიცხვით. Davit Jintcharadze გააკონტროლებს ამ პირობას. ამ ზედმეტ თანხასაც თავისუფლების ფონდში ვრიცხავ.
რა იქნება შემდეგ, როგორ გავაგრძელებ ბრძოლას ამ მოწყვლადობის მოხსნით, ამაზე ბევრი ვიფიქრე და მალე გაიგებთ. ბრძოლას რომ გავაგრძელებ, მაგაზე უბრალოდ 2 აზრი არ არსებობს, ვერ მოვისვენებ, სანამ ამათ არ გავუშვებ.
უდიდესი მადლობა. ეს ჩვენი პატარა გამარჯვებაა, 2 შვილის დედა, უსაშველოდ გრძელი იპოთეკური სესხით იძულებით აღსულებას გადაარჩინეთ. ის ნოლები პლიუსში რანაირად გაიყვანეთ, შოკში ვარ,- წერს მამუკაშვილი.
ცნობისთვის, 30 მაისს, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, მაგდა მამუკაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.
