42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც “ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მინდა, მივულოცო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება – თეა წულუკიანი

42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც “ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მინდა, მივულოცო ს პოლიტიკაში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის.
“დღეს ძალიან სასიხარულო, მე-7 ყრილობა გვქონდა. ახალი წელიც ასე წარმატებით დავასრულეთ, შევაჯამეთ, როგორც ეკონომიკური პარამეტრები, ისე – საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც 2022, 2023 წელს ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, მმართველ გუნდს.
ჩვენ იანვრიდან გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა, როგორც მ აღნიშნა, ივნისი-ივლისის თვიდან ჩვენს საარჩევნო შტაბებთან ერთად აქტიური საარჩევნო და პოლიტიკური კამპანია გავშალოთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.