ჩვენ ვიხილეთ, რომ თანხის გადახდით, თურმე, შესაძლებელი ყოფილა ისეთი რეზოლუციების მიღება, სადაც დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული –

გამოიკვეთა, რომ თანხის გადახდით, თურმე, შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების ნაწილი მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რასაც რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ.
„აღნიშნულ რეზოლუციებში ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას. ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი: ის, რომ ქვეყანაში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება და ყველა მეთოდის იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე და ვინ არის მოწადინებული, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დაძაბულობა, არეულობა და გაატაროს ვინმე სხვა, კონკრეტული ადამიანების და ქვეყნების ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ