გეგელია: ივანიშვილის დაბრუნება არის პირდაპირ პასუხი შიშზე, რომ ისინი დამარცხდებიან

ლელოს ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია ს პოლიტიკაში “დაბრუნებას” აფასებს როგორც პასუხს იმ “შიშზე”, რომ ქართული ოცნება მარცხდება. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მმართველი გუნდი “საბოლოო კრახისგან” გადაარჩინოს.
“როდესაც ჯამურად ოპოზიციას გააჩნია ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე გააჩნია ქართულ ოცნებას – და ეს აცვენა სწორედ გუშინ Edison Reseacrh-ის კვლევამ, რომ ქართული ოცნება არის გარანტირებული მარცხისთვის განწირული – რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაბრუნება არის პირდაპირ პასუხი ამ შიშზე, რომ ისინი დამარცხდებიან, რომ ს მსახური კრიმინალური რეჟიმი სულ მალე ჩამოიშლება და ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ გადაარჩინოს ქართული ოცნება საბოლოო და სრული კრახისგან”, – განაცხადა მან.