“საქართველოს ხელისუფლება ახერხებს, შეინარჩუნოს ბალანსირებული პოლიტიკა” | ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი “ოცნებას” აქებს

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო “ქართულ ოცნებას” გატარებულ პოლიტიკას უწონებს და მას “წინდახედულს და პრაგმატულს” უწოდებს.
როგორც დე ფაქტო უწყება წერს, საქართველოს მთავრობა “ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ არის”, როგორც შიდა, ისე გარე ძალების მხრიდან, თუმცა, მათივე თქმით, “ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება ამ დრომდე ახერხებს ბალანსირებული პოლიტიკის შენარჩუნებას”.
“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ არის, როგორც შიდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ასევე საგარეო, ე.წ “საქართველოს მეგობრების” მხრიდან, მათ სთხოვენ გაწევრიანდნენ ანტირუსულ კოალიციაში, მათ შორის დააწესონ სანქციები და იმასაც კი მოუწოდებენ, რომ გარკვეული პირობებით, “მეორე ფრონტი”. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ამ დრომდე ახერხებს, რომ შეინარჩუნოს ბალანსირებული პოლიტიკა და მსგავს სუიციდურ მოწოდებებს არ ემორჩილება”, – წერს დე ფაქტო უწყება.
განცხადების მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმი იმედოვნებს, რომ საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები “წინდახედულ და პრაგმატულ” პოლიტიკას გააგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ