საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის კონტროლის ადმინისტრატორების გაფიცვის შედეგად რეისების დიდი ნაწილი გაუქმდა და Ryanair-ის 30 000 მგზავრი დაზარლდა.
ორი ფრანგული პროფკავშირი სამუშაო პირობების გამო ორდღიან გაფიცვას მართავს, რის შედეგადაც პარიზის მთავარ აეროპორტებში – რეისების მეოთხედი, ხოლო ნიცის აეროპორტში რეისების ნახევარი გაუქმდა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფილიპ ტაბარო პროფკავშირების მოთხოვნებს, ასევე მათ გადაწყვეტილებას, დაეწყოთ გაფიცვა ასეთ აქტიურ სეზონზე, მიუღებლად მიიჩნევს.
Ryanair-მა განაცხადა, რომ გაფიცვამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ საფრანგეთში რეისებზე, არამედ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ესპანეთი და საბერძნეთი.
„ეს აზრს მოკლებულია და უსამართლოა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მგზავრების მიმართ, რომლებიც შვებულებაში მიდიან“, – განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირმა.
1tv.ge
