“სასამართლოს დერეფანში გვათრიეს მანდატურებმა… ხოდა, ჩვენსა და თქვენს შორის, უსამშობლომ არ გაიხაროს” – რუსკა ბუზიაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა ბუზიაშვილი:
სინდისის 8 პატიმრის სხდომაზე ვარ, ამათი ღიმილიანი სახეებისთვის ღირს, ბრძოლის ყოველი დღე.
ყველა იღიმის, თან რომ შემოვედით, შემოგვითვალეს, ჩვენც გვიყვარხართო
ამას თქვენც მოისმენდით, სასამართლოში მედია რომ აკრძალეს, ხმა რომ ამოგეღოთ
რამდენიმე წუთის წინ, სასამართლოს დერეფანში, გვათრიეს მანდატურებმა…
მე ნერვული შეტევა მქონდა, ძლივს მოვედი გონს, ბოლოს სასწრაფოს მანქანაში ამოვყავი თავი.
ჩემი, რამდენიმე მეგობარი, მანდატურმა
სცემა.
ერთს, მუცელში წიხლი ჩასცხო.
ერთს ცხვირი გაუტეხა და ნეკნიც გატეხილი
აქვს მგონიო, სასწრაფომ წაიყვანა.
იცით რატომ?! რჩევა მისცეს ახალგაზრდებმა, ხომ ხედაცთ ბევრი ვართ და შეუძლებელია გასვლა-შემოსვლა, კოლიდორი გააკეთეთო.
იქ ვიდექი, არავინ შემომედავოთ.
ხოდა ჩვენსა და თქვენს შორის, უსამშობლომ არ გაიხაროს.
ხოდა ჩვენსა და თქვენს შორის, დამნაშავემ არ ნახოს დღის სინათლე არასდროს.
ბოდიში გიორგი მინდაძეს!
ბოდიში რომ ვერ დავიცავით!
ბო დი ში!
დედას, შვილი, საკუთარ დაბადების დღეზე, 5 წლით ჩაუსვეს ციხეში და ოჯახის სიწმინდეს ვიცავთო, ავადმყოფებმა
არ მოესწარით, საკუთარ დაბადების დღეებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“