დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი ე.წ. მერი ააფეთქეს

დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ოკუპირებული რეგიონის “ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აფეთქება 3 ივლისს შუადღით ქალაქის ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.
ოკუპირებული რეგიონის “მთავრობის” ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაშავდა.
“ტასის” ცნობით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოკუპირებული ქალაქის ყოფილი “მერი” მანოლის პილავოვია.
პილავოვი ოკუპირებული ლუგანსკის “ადმინისტრაციას” 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოებმრამდე ხელმძღვანელობდა. უკრაინამ ის 2015 წელს გამოაცხადა ძებნაში სისხლის სამართლის სამი მუხლით – კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ტერორისტიული ორგანიზაციის შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია