ფილარმონიასთან აქცია – “მთა თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
“მთა თავისუფლებისთვის” – ასე ეწოდება აქციას, რომელზე შეკრებილი ადამიანებიც “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
ასევე, აქციის მონაწილეები პირველი გიმნაზიის წინ საპროტესტო აუდიტორიის წინაშე “მთის დეკლარაციას” წაიკითხავენ.